აქსელერატორის პრინციპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქსელერატორის პრინციპი - (accelerator principle) - კონცეფცია, რომლის შესაბამისად პროდუქციის გამოშვების ზრდის ტემპების ცვლილებები იწვევს იმავე მიმართულებით ინვესტიციებზე მოთხოვნის ცვლილებებს. მის თანახმად, ერთობლივი წმინდა ინვესტიციები დამოკიდებულია წარმოების მოცულობის მოსალოდნელ ცვლილებებზე. უმარტივესი ფორმით ეს პრინციპი შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:

It = a•LYt-1+b,

სადაც a არის აქსელერაციის კოეფიციენტი, L - მცირე ცვლილება, Yt-1 - წარმოების მოცულობის ცვლილება წინა წელს, b - ინვესტიციები, რომლებიც მიმართულია ძირითადი კაპიტალის მწყობრიდან გამოსული ნაწილის შესაცვლელად. აქსელერატორის პრინციპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ციკლის ახსნაში, მაგ., მულტიპლიკატორისა და აქსელერატორის ურთიერთზემოქმედების საფუძველზე, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის თეორიაში, განსაკუთრებით ჰაროდ-დომარის თეორიაში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები