აქსიომატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქსიომატიკა – ამა თუ იმ მათემატიკურ მეცნიერებათა აქსიომათა სისტემა ძირითად ობიექტებთან (საგნებთან) და მათ შორის ძირითად დამოკიდებულებებთან ერთად. მაგალითად, ყოველი გეომეტრია განისაზღვრება თავისი აქსიომების მიღებით (ერთობლიობით). გვაქვს აფინური გეომეტრიის აქსიომები, ევკლიდური გეომეტრიის აქსიომები, პროექციული გეომეტრიის აქსიომები და სხვ. აქსიომატიკას უყენებენ სამ მოთხოვნას: არაწინააღმდეგობას, დამოუკიდებლობას და სისრულეს. ცნობილია გეომეტრიის, არითმეტიკის, ალბათობათა თეორიის, სტატიკის და სხვა დისციპლინების აქსიომატიკა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები