აქტიური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქტიური ლექსიკონი – ამა თუ იმ ენობრივ კოლექტივში ყველაზე უფრო ხშირად (აქტიურად) ხმარებულ ლექსიკურ ერთეულთა მარაგი. აქტიურ ლექსიკონში შედის ე. წ. ძირითადი ლექსიკური ფონდის სიტყვები, ძირითადი საკომუნიკაციო მარაგი. აქტიური ლექსიკონი განსხვავებულია სხვადასხვა სოციალურ, პროფესიულ ჯგუფებისათვის (მაგ., მეცხვარისა და მეჩაიეთათვის). აქტიურ ლექსიკონს უპირისპირებენ პასიური ლექსიკონის სიტყვებს, ანუ ისეთ ლექსიკას, რომელიც ჩვეულებრივ საკომუნიკაციო ურთიერთობებში არ გამოიყენება და მეტყველების ლექსიკურ მარაგში არსებობს, როგორც პასიური ცოდნა.

აქტიური და პასიური ლექსიკონის ცნებებს იყენებენ იმ შემთხვევებისათვისაც, როდესაც უნდათ გამიჯნონ ის ლექსიკა, რომელიც ენის მომხმარებელმა აქტიურად იცის და რეალურად შეუძლია გამოიყენოს იმ ლექსიკიდან, რომელსაც იგი ფაქტობრივად არ იყენებს, მაგრამ სხვისაგან გაგონილი, მისთვის გაუგებარი და უცხო არ არის.

აქტიური ლექსიკონის დასადგენად აუცილებელია სათანადო ენობრივი მასალის სიხშირული ინდექსაცია. ამგვარი გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს როგორც ცალკეულ ენობრივ ჯგუფებზე, ასევე ცალკეული პერიოდის ძეგლებზე, ცალკეულ მწერლებზე და ა. შ.

აქტიური ლექსიკონის დადგენა მნიშვნელოვანია პრაქტიკულ-პედაგოგიური თვალსაზრისით ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის შესწავლისას ოპტიმალური ლექსიკური მარაგის შესარჩევად, სხვადასხვა ხასიათის სასწავლო ლექსიკონების შესადგენად, მეთოდური რეკომენდაციების შესამუშავებლად და მისთ.

ა. არაბული


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები