აღჯანაბადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღჯანაბადი ქართული

აღჯანაბადი - აღჯანაბადის სახელწოდებით საქართველოს რაიონში გავრცელებული გარგარის ეს ჯიში, სომხეთში ამბანის სახელითაა ცნობილი. ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. გარგარის ჯიშებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია თბილისისა და გორის რაიონებში.

ჯიშის დადებით მხარეს შეადგენს შედარებით გვიანი ყვავილობა და შედარებითი გამძლეობა დაავადებათა მიმართ. ნაყოფი ხშირად უფრო სუფთაა სხვა ჯიშის ნაყოფთან შედარებით, სიმწიფის პერიოდი გვიანი აქვს, გორის რაიონში ნაყოფი დამწიფებას იწყებს ივლისის 20 რიცხვებიდან.

ხე ხასიათდება განიერი გადაშლილი ვარჯით; შეფოთვლა ძლიერი აქვს. ერთწლიანი ყლორტები მოყვითალო ფერისაა. ჯიში თვითსტერილია, უხვმოსავლიანი.

ნაყოფს ისხამს ორწლიან მერქანზე, ჯგუფ–ჯგუფად. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ან წვრილი (4,7X4,6X4,7 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 42 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა განიერ–მომრგვალო–გულისებრია, ნაყოფის მთელ სიგრძეზე კარგად გამოხატული ღარით. ძაბრი ვიწრო და ღრმაა. ნაყოფი ბოლოვდება პატარა ნისკარტით.

ნაყოფის კანი მკვრივია, მჭიდროდ შეხორცებული და სუსტად შებუსვილი; შებუსვა მოკლე ხავერდისებრია.

აღჯანაბადი ერევნის

კანი სპილოს ძვლის ფერისაა, მხოლოდ ზოგ ნაყოფს მზის მხარეზე ემჩნევა მოწითალო ნაზი შეფერვა. ნაყოფის ხორცი თეთრია, გამჭვირვალე, შუშისებრი, ძალიან მკვრივი, ტკბილი, მჟავობა სრულებით არ ეტყობა. კურკა პატარაა, გაბერილი გვერდებით, კვერცხისებრი ფორმის, წაწვეტებული ბოლოთი. კურკა ნაყოფის ხორცს კარგად არ სცილდება; კურკა შეადგენს ნაყოფის წონის 7%–ს.

აღჯანაბადის ნაყოფის მეტად ლამაზი გულისებრი მოყვანილობა, თეთრი ცვილისებრი შეფერვა, ხორცის შედარებითი სიმკვრივე და უხვი მსხმოიარობა წარმოადგენს იმ თვისებათა წყებას, რომელთა გამოც ეს ჯიში საუცხოვო საკონსერვო და ფართო მოხმარების საოჯახო (სამურაბე) ჯიშად ითვლება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები