აყბილექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აყბილექ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Акъбилек – „თეთრხელა“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართი ეყიჟჲურეყის ასული, სოსურუყის ცოლი, ამაყი მზეთუნახავი მანათობელი ხელით, რომლითაც ღამით შინმომავალ ქმარს გზას უნათებს. ერთხელ სოსურუყის ტრაბახით განრისხებული ქალმა მეუღლის დასჯა განიზრახა, გზა არ გაუნათა, რის შედეგადაც გმირი თავის ნადავლთან ერთად მდინარეში დაიხრჩო. რამდენადაც სოსურუყი ფოლადისტანიანი იყო და ცოლთან სქესობრივ კავშირს ვერ ამყარებდა, აყბილექი ქალწული დარჩა, ვიდრე ქმრის საფლავზე ამ უკანასკნელის მამობილი ჲორჲუზმექი არ შეხვდა და მასთან სარეცელი არ გაიყო. ერთ-ერთ ტექსტში აყბილექი ბერთათუს დად და განთქმული მოთარეშის – აჲუჩჲუს – ცოლად იხსენიება.


ლიტერატურა

  • Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები