აჩარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩარა - აფხ. ქორწილი. ეტიმოლოგიურად ნიშნავს „პურობა“-ს, ლხინს, ნადიმს, შდრ. აჩა „პური“. ქორწილის დღეს სასიძოს ამალა - სიძის ძმები, ბიძაშვილები, დედის ძმა და მისი შვილები, ახლო ნათესავები და მეგობრები ქალის ოჯახში მის წამოსაყვანად მიდიოდნენ. პატარძლის მამა მათ მცირე სუფრას ახვედრებდა. პატარძლის ნათესავები და სოფლის ახალგაზრდობა ქალის წაყვანაში საქორწინო პროცესიას, სხვადასხვა სახუმარო ხასიათის ხერხებით „ხელს უშლიდნენ“, რომ პატარძალი მამის სახლიდან უფრო გვიან გასულიყო. პატარძალი ამჰარიდან გამოყვანის დროს აუცილებლად იტირებდა, მამისეული სახლის დატოვების გამო.

ქმრის სახლში პატარძალს ორი მეგობარი ქალი და სიძის სამი მეგობარი ვაჟი მიაცილებდა. პატარძალს სახე პირბადით უნდა ჰქონოდა დაფარული. სასიძოს სახლთან მიახლოებისას წინ მახარობლები მიდიოდნენ, რომლებიც ვაჟის მშობლებისაგან საჩუქრებს იღებდნენ. ვაჟის სახლში შესულ მექორწილეებს წინ ოჯახის უხუცესი წევრები ხვდებოდა. უხუცესი მამაკაცი პატარძალს ლოცავდა და შემდეგ იგი სიძის ამჰარაში შეჰყავდათ, რომლის წინ რამდენიმე წყვილ ვაჟს გადაჭდობილი ხმლები ეკავათ. სიძე ქორწილში მონაწილეობას არ იღებდა. იგი მეგობრებთან ერთად რომელიმე მოშორებული ნათესავის სახლში იმალებოდა, რომ იგი უხუცესებს არ დაენახათ. სიძის ოჯახის ნათესავები, მეზობლები და მეგობრები საქორწინო საჩუქრებით სიძის ამჰარაში შედიოდნენ, სადაც ერთ კუთხეში პირბადე ჩამოფარებული პატარძალი იდგა. საჩუქრებს იქვე აწყობდნენ, რაც მათ უფლებას ანიჭებდა პირბადე აეწიათ დაპატარძალი ენახათ. გარდა საჩუქრებისა ქორწილის მიმდინარეობის პროცესში სიძის მეგობარი ახალი ოჯახისათვის შესაწირსაც აგროვებდა. ქორწილის სუფრა ეზოში, სპეციალურად აგებულ და გადახურულ შენობაში იყო გაშლილი. ამ სუფრასთან მხოლოს მამაკაცები სხდებოდნენ. აჩარა, ე.ი. პურობა და ლხინი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. იმართებოდა სხვადასხვა სპორტული თამაშობანი (ცხენების ჯირითი, ბურთის თამაში, მიზანში სროლა და სხვ.). გამარჯვებულები საჩუქრდებოდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები