აჩაჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩაჯ - აფხ. შემწვარი პური. 1. ყველით გატენილი თაფლიანი ღვეზელი. 2. დუმის ქონში შემწვარი პური; 3. პატარა ზომის სამსხვერპლო პური; 4. ნამცხვარი. 5. ღვეზელი ყველით. ფეტვის, სიმინდის ან ხორბლის ფქვილისგან აკეთებდნენ ცომს, რომელსაც გულში ყველს ატანდნენ. ცხვრის დუმის ცხიმზე აცხობდნენ, რომელშიც თაფლს ურევდნენ. გამზადებულ ცომს ჩიტის, ნამგლის, ვარსკვლავის, კონუსურ და ოვალურ ფორმებს აძლევდნენ. 6. თაფლის ტკბილი ნამცხვარი. თაფლს ცოტა წყალს უმატებდნენ, რის შემდეგაც აცხაძვია-ს იღებდნენ, შემდეგ მას თუჯის ქვაბში ადუღებდნენ, ხის კოვზით ურევდნენ. ფეტვის ან სიმინდის წვრილად დაფქულ ფქვილს უმატებდნენ. შედეგად თავისებური თაფლის ფაფა კეთდებოდა. ფაფას გაცხელებულ სუფთა ფიცარზე ასხამდნენ და ასწორებდნენ. გაცივების შემდეგ ფირფიტებად დაჭრილს საკვებად გამოიყენებდნენ.7. აჩაჯ - ყველითა და თაფლით, რელიგიური დღესასწაულისათვის, ქელეხის სუფრებზე.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები