ახსავიდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახსავიდარ-ი (ოს. Æхсæвидар) – ავისმომასწავებელი ღამეული მოჩვენება ნაბადმოსხმული მხედრის შავი სილუეტის სახით. ხალხის რწმენით, იგი ყველაზე საშიში და მავნებელია ეშმაკთა შორის. ახსავიდარი ღამით ჩუმად დადის და ვისაც ჩაუვლის ან ვინც სიზმარში ნახავს, ის ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ აუცილებლად მოკვდება. უბედურების თავიდან ასაცილებლად საქმეში მკითხავები ერთვებიან და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ წინაღუდგნენ სასიკვდილო ძალას.


ლიტერატურა

  • Таказов Ф. М. Очерки по демонологии народов Северного Кавказа. Владикавказ, 2008;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები