აჲცარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲცარა (აჲცარ) - მარანი, სიტყვა-სიტყვით „სადაც ღვინო იღვრება“. მევენახეობა-მეღვინეობა რომ აფხაზებისათვის ძირითადი დარგი არ ყოფილა, ეტყობა როგორც სამეურნეო ნაგებობას, ასევე ღვინისათვის განკუთვნილ ჭურჭელს (ისინი თავდაპირველად უმეტესად ხის კასრებს გამოიყენებდნენ ღვინის შესანახად), ყურძნისთვის განკუთვნილ კალათების ფორმასა და ტერმინოლოგიას, რომელიც უმეტესად ქართულიდან არის ნასესხები. აფხაზებს მარნის, საწნახელის, ვაზის სიმბოლური და ღვთაებრივი გამოხატულება არასოდეს შეუქმნიათ. მსხვერპლშეწირვასა და დალოცვასაც არ მიმართავდნენ. აფხაზებმა წარმართული დღესასწაულების დროს, დასაწყისისთვის, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოტანილი ბუზა (თაფლის სანთლისგან გაკეთებული მათრობელა სასმელი) თანდათან ღვინით შეცვალეს, თუმცა, ქელეხებში ახლო წარსულამდე ამ სარიტუალო სასმელს (ბუზას) იყენებდნენ. ზედაშეს კულტურა აბჟუის აფხაზებში გვიან საბჭოთა წყობილებაში დაფიქსირდა, რადგან მეგრელებთან უფრო ახლო კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე ზედაშე საკუთარი წარმართული ხატ-სალოცავისადმი აქვთ მიძღვნილი. მარანი გავრცელებული იყო უმეტესად აბჟუაში. ფიცრული ან ძელური ნაგებობა. ძველად წნული და მრგვალი, რომელსაც კონუსური ფორმის სახურავი ჰქონდა. გვიმრით ან თივით იყო დახურული. ოთხკუთხედი 12×8×2 მ ნაგებობაც კეთდებოდა, ორ-ან ოთხფერდა სახურავით. გვიმრით, თივით ან ისლით დახურული. მარნის ერთ მხარეს საწნახელი აეჰვა (აეჰοა) იდგა. მეორე მხარეს ჩვეულებრივ მიწაში ჩაფლული იყო ქვევრები (აჰაფშა). ბზიფის აფხაზეთში მარანს ღია ცის ქვეშ, ვაშლის, კომშის და მსგავსი მცირე ფესვიანი ხის ქვეშ, ამაღლებულ ადგილზე აწყობდნენ. ქვევრებს თავს კარგად ახურავდნენ, რომ მასში წვიმას არ ჩაეჟონა. ასევე ქვევრს გარედან თხის ქონით პოხავდნენ, რომ მიწაში წყალს არ შეეღწია.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები