ბაბა-თასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაბა-თას-ი / ათა-თასამი (ნოღ. Баба-тас: баба – „წინაპარი, ბებერი“, тас – „ქვა“; Ата-тасами – „მამათა ქვა“) – „წინაპართა ქვა“, – ასე უწოდებენ ნოღაელები ხანების, ბიების, სარდლების, ლეგენდარული ადამიანების საფლავის ქვებს. ყორღანები, ისევე როგორც ბაბა-თასები, კულტის ობიექტებს წარმოადგენდნენ; აქ იმართებოდა მნიშვნელოვანი შეკრებები, მსხვერპლშეწირვით თანხლებული სხვადასხვა ხასიათის წეს-ჩვეულებები. ნოღაურმა ფოლკლორმა შემოინახა საფლავზე გამართული წეს-ჩვეულების დროს შესასრულებელი სიმღერის საინტერესო ტექსტი, რომელშიც მითოლოგიური არსებებია (ზეციური მგელი, თეთრი ბატი, ფრინველი ჩიბისი) ნახსენები:

მამის ქვაო, მამის ქვაო,
საკვები მოგიტანე,
ჩაგაცმევ ჯავშანს,
ვნახავ, როგორი შესახედავი ხარ.
თუ მგლად მაქცევ,
ზეციური მგელი მყავი,
მიხსენი განსაცდელისგან.
თუ ბატად მაქცევ,
თეთრი ბატი მყავი,
ჩემს სისხლს ძალა მიეცი.
მამის ქვაო, მამის ქვაო,
შენთან ჩამოჯდა ფრინველი ჩიბისი,
მოგცემ ტკბილეულს, ჩიბის,
ატლაშუნე ფრთები.
ჰაერში ტკბილი ჰანგები გაისმის, -
შენს თავს თეთრმა ბატმა გადაუფრინა,
შენს სახეზე ციალია, -
ციურმა მგელმა გადაგიფრინა.
მამის ქვაო, მამის ქვაო!
შეისმინე ჩემი თხოვნა,
მშვიდობა და მეგობრობა ჰყავი,
მახვილი არავის ამოაღებინო,
ჩემი ქვეყანა ძალმოსილი გახადე,
ხალხში თანხმობა ჰყავი.
თანგრი – ჩემი სიხარულის განთიადი,
თანგრი – ჩვენი თვალების ელვარება,
დე, თანგრიმ ჩვენი თხოვნა შეისმინოს,
დე, თანგრიმ ჩვენი თხოვნა აღასრულოს.

ლიტერატურა

Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები