ბადინოყო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბადინოყო / შაბათნიყო (ადიღ.Бадынокъуэ || Бэдынокъуэ / Шэбатыныкъу / Пшъыбаднокъуэ) – ადიღური ნართული ეპოსის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომელსაც თქმულებათა დამოუკიდებელი ციკლი ეძღვნება. ზოგიერთი ვერსიით, იგი ნართების წინამძღოლისა (ოზირ მეჯის ან ბადინის) და უსახელო გოლიათი ქალის ვაჟია. ბადინოყოს ციკლის ძირითადი მოტივებია: ცოლის თხოვასთან დაკავშირებული გმირობები, ნართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, მკაცრი ჩვეულებების შეცვლა, მტრებთან ბრძოლა და სხვ. მისი პერსონაჟისთვის დამახასიათებელია ეტიკეტურ ქცევათა განუხრელი დაცვა და ეშმაკობის, ცბიერების, ბრძოლის მაგიური ხერხების უარყოფა. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად რიგი არქაული ნიშნებისა, გმირის სახე ტიპოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით გვიანი მოვლენაა, ვიდრე, ვთქვათ, სოსრუყოსი. ეს სხვა მონაცემებთან ერთად, ამ ორი პერსონაჟის მეტოქეობის მოტივებშიც არის გამოხატული. ბადინოყოს ეპიკური ბიოგრაფია მისი სიკვდილის შესახებ თქმულებით მთავრდება: გმირი სხვისი ხელით, მაგრამ სოსრუყოს გამოისობით კვდება.


ლიტერატურა

  • Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები