ბათირაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათირაზ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Батыраз) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, რომლის ეპიკური ბიოგრაფიის ამსახველი თქმულებების ძალზე მცირე ნაწილია შემონახული. ერთ-ერთი სადიდებელი სიმღერის ნაწყვეტი ხოტბას ასხამს მის ვაჟკაცობას თარეშისა და მშობლიური მიწის დაცვის საქმეში. პროზაულ თქმულებაში ბათირაზი ნართებს დევების მიერ მათთვის წართმეული ქერის თესლს უბრუნებს. მტერთაგან დევნით გადაქანცული გმირი ბაქსანის ხებაში კვდება.


ლიტერატურა

Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები