ბაინ-სელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაინ-სელი (ინგუშ. Баин-Сели – „ბაინის სელა“) – ინგუშური ჭექა-ქუხილის ღვთაების – სელას – სამლოცველო მჲატას (ტაბაკონას) მთისძირში მდებარე სოფლის – ბაინის – შორიახლოს (უწოდებდნენ „პატარა მჲატსელსსაც“). აქ მჲატსელის დღესასწაულზე ცხვრებს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ის ოჯახები, რომლებსაც წლის განმავლობაში ვაჟები შეეძინათ, მძიმე ავადმყოფი გამოუჯანმრთელდათ და ა. შ. ლოცვის შემდეგ, სამლოცველოდან ღვთისმსახურს გამოჰქონდა ლატანი, რომელზედაც თეთრი ქსოვილის ნაჭერი და რამდენიმე ზანზალაკი ეკიდა. ეს იყო ინგუშთათვის მჲატსელის განმასახიერებელი დროშა (დროშასაც „მჲატსელი“ ერქვა. მას ხანგრძლივი გვალვების პერიოდში სოფელში იმ რწმენით დაატარებდნენ, რომ წვიმა წამოვიდოდა; იყენებდნენ, აგრეთვე, მიცვალებულთა დღეებში, მიწაზე დავის დროს: ერთ-ერთი მოდავე, სიმართლის დასამტკიცებლად, თავისი ნაკვეთის საზღვარზე გაატარებდა; „ბაირაღი“). ღვთისმსახურს ტაბაკონას მთაზე დროშა ზანზალაკების ხმაურით აჰქონდა და დღეობის დასრულებისთანავე კვლავ ბაინ-სელის სამლოცველოში შეჰქონდა.


ლიტერატურა

  • Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები