ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანკი − (bank) [<ფრანგ. banque], საკრედიტო-საფინანსო დაწესებულება, რომლის მთავარი ფუნქციაც არის დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაცია (პასიური ოპერაციები) და მათი გაცემა კრედიტის სახით დროებით სარგებლობაში ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე (აქტიური ოპერაციები). დეპონენტის დაინტერესების მიზნით, ბანკი მათ უხდის განსაზღვრულ პროცენტს შეტანილ ანაბრებზე, კრედიტის გაცემისას კი დებიტორებს გაცილებით მაღალ პროცენტს ახდევინებს. ამ პროცენტებს შორის სხვაობა შეადგენს საბანკო მოგებას. ბანკი ასრულებს აგრეთვე შუამავლის ფუნქციას ფირმებსა და ცალკეულ პირებს შორის ურთიერთსაგადასახდელო და საანგარიშსწორებო ოპერაციების შესრულებისას და სხვ. ცენტრალური ბანკი არეგულირებს ქვეყანაში ფულის მიმოქცევას ფულის ემისიის ჩათვლით. დაკისრებული ფუნქციების მიხედვით განასხვავებენ ცენტრალურ, კომერციულ, საინვესტიციო, იპოთეკურ, ინოვაციურ და ა.შ. ბანკებს.

ბანკების აქტიური ოპერაციები

(banking active operations) - ოპერაციები, რომელთა საშუალებითაც ბანკები გასცემენ თავიანთ განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებს (ფასიანი ქაღალდების ყიდვა, სესხის გაცემა და სხვ.).

ბანკების პასიური ოპერაციები

(passive banking operations) - ოპერაციები, რომელთა საშუალებითაც ბანკები იზიდავენ ფულად სახსრებს (ანაბრების მიღება, ბანკნოტების გამოშვება და სხვ.).



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები