ბარბიტურატების ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარბიტურატების ავადმოხმარება - ბოლო ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტებისთვის ბარბიტურატების დანიშნვის ფაქტები, რადგან ექიმები უფრო ახალ ანქსიოლიზურ და ანტიდეპრესანტულ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას. შესაბამისად, შემცირდა მათი არაკანონიერი მოხმარებაც. წინათ ბარბიტურატების, როგორც საძილე საშუალების, დანიშვნის გამო, მრავალ ადამიანს უვითარდებოდა მათზე დამოკიდებულება. ახალგაზრდა ნარკომანები ზოგიერთ ბარბიტურატს ინტრავენურად (კაფსულების გახსნის გზით) მოიხმარდნენ. ასევე, გავრცელებული იყო ბარბიტურატების სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად მოხმარება.

აღკვეთა

ბარბიტურატების სწრაფი აღკვეთა დამოკიდებულების მქონე პირებისთვის საკმაოდ საშიშია, რადგან მას შეიძლება მოჰყვეს დელირიუმი (როგორც ეს ხდება ალკოჰოლის აღკვეთის შემთხვევაში), გულყრა ან ზოგჯერ კარდიოვასკულური კოლაფსით გამოწვეული სიკვდილი. ამიტომ რეკომენდებულია, რომ პიროვნებამ, რომელიც ბარბიტურატებს თერაპიულ დოზაზე გაცილებით უფრო მაღალი დოზით მოიხმარს, დეტოქსიკაცია სტაციონარის პირობებში გაიაროს. თუმცა, იმ პაციენტებს, რომლებიც ბარბიტურატების თერაპიულ დოზას იღებენ, აღკვეთის პროცედურა შესაძლებელია უფრო ნელი ტემპით, ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდეთ.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები