ბარიშ ხვამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარიშ ხვამა („ბარის ლოცვა“) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული მეგრული წეს-ჩვეულება: იმ ბარის (ბარების) დალოცვა, რომლითაც საფლავი გაითხარა. საამისოდ, დასაფლავების მეორე დღეს ჭირისუფალი, მესაფლავე (მესაფლავეები), გარდაცვლილის უახლოესი ნათესავები და მეზობლები ახალგარდაცვლილის სამარხთან შეიკრიბებოდნენ, გარეცხილ-გასუფთავებულ ბარის ტარზე სანთლებს აანთებდნენ, ბარის (ბარების) პირზე ღვინოს მოასხურებდნენ და მათ შორის ასაკით უფროსი მამაკაცი დაილოცებოდა:

„ღმერთო დიდებულო, დაილოცოს შენი სახელი, აცხონე და წმინდა სასუფეველი დაუმკვიდრე მიცვალებულს, ეს ბარი, რომლითაც ჩვენი ... (სახელს იტყოდა) სამუდამო სახლი აშენდა, დალოცე და დღეის ამას იქით კეთილი საქმისთვის მოახმარე მის ოჯახს. დალოცვილი ჰყავი მესაფლავე (მესაფლავეები), რომელმაც წმინდა სახლი ააგო, ბედნიერად ამყოფე მისი ოჯახი“.

ვიდრე ჭირისუფალი „ბარის ლოცვას“ არ შეასრულებდა, ამ იარაღის სამუშაოდ გამოყენება არ შეიძლებოდა. იყო შემთხვევები, როცა მიცვალებულის ოჯახი ამ წესის შესრულების შემდეგაც კი ბარს სამუდამოდ ასვენებდა და მხოლოდ ახლობელი ადამიანის საფლავის გასათხრელად იყენებდა.


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 6, გვ. 12 (ინახება ავტორთან);
  • ა. ჭანტურია. ეთნოგრაფიული ჩანაწერები. მეგრული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებანი // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, ტ. 227. თბ., 1982, გვ. 243.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები