ბასილი ხანცთელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი ხანცთელი – (IX ს.), წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 05/18.10). ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“. გრიგოლ ხანცთელის დედის მსახურის შვილი ყოფილა. აღიზარდა ხანცთაში, სადაც ერთხანს გრიგოლის მეჯინიბე იყო: „კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა“. მოგვიანებით ხანცთის მონასტრის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქელ პარეხელის სავანეში. ბასილი ხანცთელის აკროსტიქული საგალობლები შესულია მიქელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში.


ლ. შენგელია

ლიტერატურა

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963.


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები