ბაუმოლის დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბაუმოლის დაავადება“ - („Bowmole’s desease”), უკავშირდება მომსახურების სფეროში ხელფასის ზრდის უზრუნველყოფის საკითხში წარმოქმნილ სიძნელეებს: ამ სფეროში ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებაში, რაც გამოწვეულია ეკონომიკის მესამეულ სექტორში შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედარებით დაბალი ტემპებით. მაგ., აშშ-ის მომსახურების სფეროს კერძო სექტორის მუშაკები ხელფასის სახით იღებენ მრეწველობაში დასაქმებულთა გამომუშავების 67%-ს; იაპონიაში ეს მაჩვენებელი ნაკლებია 7-ით, ხოლო გფრ ში - 15%-ით. დასავლეთის ეკონომიკურ ლიტერატურაში აღნიშნული მოვლენა პირველად გააანალიზა ცნობილმა ეკონომისტმა ბაუმოლმა. მან დაასაბუთა მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებისა და მომსახურების სფეროებს შორის ხელფასის დონის სხვაობის მუდმივი დაცვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, მომსახურებასთან შედარებით საქონლის წარმოების სფეროში შრომის მწარმოებლურობის უპირატესი ზრდის საფუძველზე. აღნიშნული მოვლენა ცნობილია „ბაუმოლის დაავადების” სახელწოდებით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები