რკინის აბრეშუმის გზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„რკინის აბრეშუმის გზა”, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზი – სატრანსპორტო დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დაკავშირება რკინიგზით. იგი ევროპაში ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რკინიგზაა იქნება,

რკინიგზა საქართველოში იწყება სოფ. მარაბდასთან (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ქ. თბილისიდან 40 კმ მანძილზე). ბოლო დასახლებული პუნქტია სოფ. კარწახი (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ქ. ახალქალაქიდან 30 კმ მანძილზე). თადაპირველად პროექტის დასრულება 2010 წელს იგეგმებოდა. 2015 წელს ახალციხე-კარწახის მონაკვეთზე აქ პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. „რკინის აბრეშუმის გზა” ეწოდა იმ გარემოების გამო, რომ იგი დააკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან, როგორც ამ ფუნქციას ძველად ასრულებდა „აბრეშუმის დიდი გზა”.

2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.

წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები