ბაქრაძე კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოტე ბაქრაძე – (1808-1970), გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968).

დაიბადა თბილისში, იქვე დაამთავრა გიმნაზია, ხოლო შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (1922) 1923 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ჰაიდელბერგისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში ისმენდა გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსების - ჰუსერლის, რიკერტისა და ჰაიდეგერის ლექციებს. 1925 წელს საქართველოში ბრუნდება და მომდევნო წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ - ასისტენტად (1926), შემდეგ - დოცენტად (1928) ხოლო 1930 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე უნივერსიტეტის პროფესორია.

კოტე ბაქრაძე წლების მანძილზე ხელმძლვანელობდა ლოგიკისა და ფილოსოფიის ისტორიის კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში და რესპუბლიკის სხვადასხვა სამეცნიერო და პედაგოგიურ ცენტრებში.

კოტე ბაქრაძის ძირითადი ნაშრომები მიძღვნილია ლოგიკისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებისადმი. იკვლევს რა დიალექტიკის პრობლემას გერმანულ იდეალიხმში, კ. ბაქრაძე ამტკიცებს, რომ დიალექტიკური მეთოდი მთელი გერმანული კლასიკური ფილოსოფიის დამახასიათებელი ნიშანია. იგი იწყება კანტიდან და მთავრდება ჰეგელით. მთელი გერმანული ფილოსოფიის მთავარი პრინციპია სუბიექტის პრინციპი, რომელიც დასაბამს იღებს კანტის მოძღვრებაში ტრანსცენდენტური სუბიექტის შესახებ. იდეალისტურად გაგებული სუბიექტის ცნება გერმანულ ფილოსოფოსთა დიალექტიკურ მეთოდზე გავლენას ახდენს. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის მიზანია მონისტური მსოფლმხედველობის შექმნა, მაგრამ ეს მიზანი განუხორციელებელი დარჩა.

სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, ამტკიცებს კ. ბაქრაძე, მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ამიტომ არც ერთი მათგანის უარყოფა არ შეიძლება; იგი აკრიტიკებს თვალსაზრისს, რომელიც დიალექტიკურ მეთოდს ჰეგელის ფილოსოფიაში ზედმეტად თვლის. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჰეგელის დიალექტიკური მეთოდი მეცნიერულია, ხოლო სისტემა - რეაქციული და ყალბი. განვითარების პროცესს ჰეგელის ფილოსოფიაში ლოგიკური ხასიათი აქვს. ჰეგელის ფილოსოფიის სისტემასა და მეთოდს შორის ფორმისა და შინაარსის მიმართება არსებობს.

სუბიექტური იდეალიზმი, ამტკიცებს კ. ბაქრაძე, წყვეტს ცნობიერებას გარესამყაროსაგან, ასეთ შემთხვევაში მისი ცდა იმანენტურიდან ტრანსცენდენტურხე გასვლისა მარცხით მთავრდება. ცნობიერება და გარესამყარო მჭიდრო კავშირშია; ობიექტური რეალობის არსებობა მტკიცდება არა ლოგიკური არგუმენტებით, არამედ ადამიანთა პრაქტიკული მოღვაწეობის პროცესში. ერთადერთი ლოგიკა, - ამტკიცებს კ. ბაქრაძე, - არის ფორმალური ლოგიკა, რომელიც სწორ აზროვნებას სწავლობს, ხოლო დიალექტიკური ლოგიკა არის შემეცნების თეორია. ყოფილ საბჭოთა კავშირში მან პირველმა გამოაქვეყნა სახელმძლვანელო „ლოგიკა“ (1946, რუსული გამოცემა 1951), პირველმა წამოიწყო სამეცნიერო დისკუსია საკავშირო მასშტაბით ლოგიკისა და დიალექტიკის საკითხებხე. კ. ბაქრაძემ საქართველოში პირველმა დაიწყო თანამედროვე ფილოსოფიური მიმართულებების კვლევა. ამ სფეროში მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მრავალი სტატია ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე, რეცენზიები, კომენტარები და ა.შ. მის ნაშრომებზე დაიწერა მრავალი რეცენზია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. მისი წიგნები „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ და „უახლესი და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ნარკვევები“ ითარგმნა და გამოქვეყნდა რუსულ, სლოვაკურ და პოლონურ ენებზე.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები