ბაღვაში რატი (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რატი (I) ბაღვაში - კლდეკარის ერისთავი X ს-ის 80-იანი წწ. რატი (I) ბაღვაშს მოიხსენიებენ „მატიანე ქართლისაჲ“, ატენის, შეპიაკისა და დაშბამის ეკლესიათა წარწერები. კლდეკარის ერისთავი რატი თავიდანვე „არა მორჩილებდა კეთილად ბაგრატ მეფესა“. 988 წ., როდესაც ბაგრატ III-მ ტბელები დაამარცხა და შიდა ქართლში პოზიციები განიმტკიცა, რატი შეეცადა მეფისათვის წინაააღმდეობის გაწევას, მაგრამ, მისთვის მოულოდნელად, ბაგრატ III კლკდეკარის ციხეს შემოადგა. რატიმ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, გამოვიდა ციხიდან, ბაგრატს თავისი შვილი ლიპარიტი შეავედრა და თვითონ არგვეთის მამულში წავიდა. როგორც ჩანს, გიორგი I-მა (1014-1027) რატი ბაღვაში მალე შემოირიგა - 1021 წ. იგი გიორგი მეფესთან ერთად იბრძვის შირიმნის ბრძოლაში და ბრძოლის ველზე ეცემა. როგორც ჩანს, ამ ამბიდან მალე იბრუნებენ ბაღვაშები კლდეკარის ერისთაობას.


წყაროები და ლიტერატურა

  • შოშიაშვილი 1980: 202, 238, 244, 247;
  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 276, 278, 284;
  • ბერძენიშვილი 1990: 319-320;
  • ბახტაძე 2003: 175-176.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები