ბერიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ბერიძე

ზურაბ ბერიძე − (Zurab Bwridze), ქართველი დიპლომატი, 2004-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში და მოლდოვას რესპუბლიკაში. 2014-2018 წლებში – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში

დაიბადა 4 თებერვალი, 1958 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1981 − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სამეცნიერო ხარისხი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
2018-დან − მინისტრის სამდივნოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2009-2011 − საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2000-2004 − მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდინატორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2000 − პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1997-2000 − საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაეროსთან, უფროსი მრჩეველი;
1992-1997 − საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1992 − აშშ-ს განყოფილების გამგე, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1991-1992 − ევროპის განყოფილების გამგის მოადგილე, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1986-1991 − უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი;
1988-1990 − საერთაშორისო მიმომხილველი, საქართველოს ტელერადიო კომიტეტი;
1983-1986 − ასპირანტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტი;
1982-1983 − უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის” პირველი ხარისხის ოქროს ორდენი, 2018 წ.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები