ბერლინის კონფერენცია 1945

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინა

ბერლინის კონფერენცია 1945 - (პოტსდამის კონფერენცია), მიმდინარეობდა 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე, სსრ კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მეთაურთა კონფერენცია ცეცილიენჰოფის სასახლეში, პოტსდამში, ბერლინის ახლოს.

საბჭოთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯომარე ი. სტალინი, აშშ-ის დელეგაციას – პრეზიდენტი ჰ. ტრუმენი, დიდი ბრიტანეთისას – პრემიერმინისტრი უ. ჩერჩილი (28 ივლისის შემდეგ კ. ეტლი).

კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის დემილიტარიზაციის, დენაციფიკაციისა და დემოკრატიზაციის შესახებ. განიხილეს გერმანელთა მონოპოლიების მოსპობის, რეპარაციების (ზარალის გადახდა), პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხები; ცნეს სსრ კავშირისათვის ქ. კენიგსბერგის გადაცემა აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები