ბერულავა ხუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუტა ბერულავა

ბერულავა ხუტა − (1924 − 2004), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1952 წელს კი − მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი. იყო გამომცემლობა „ნაკადულის” დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის” რედაქტორი. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებდა, მისი პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა პოეტის სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი ლექსები. იგი საბავშვო ლექსებსაც წერდა და თარგმნიდა რუსი და სხვა ეროვნების პოეტების ნაწარმოებსაც.


* * *
აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს − წვიმა წანწკარა,
კლდეს მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს წყარო ანკარა,
ჭალას სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები