ბეტონის მსუბუქი შემვსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის მსუბუქი შემვსებიმსუბუქ ბეტონებში გამოყენებული შემვსები. მათი კლასიფიკაცია ასეთია:

1. ღორღი ბუნებრივი მთის მჩატე ქანიდან (პემზა, ვულკანური ტუფი და ლავა, ნიჟარქვა და სხვ.);
2. წარმოების ნარჩენი: ა) საწვავის წიდა; ბ) ბრძმედის გრანულირებული წიდა; გ) ნაცრის ხრეში;
3. ხელოვნური ფოროვანი შემვსები: ა) კერამზიტი, თიხის აფუებით მიღებული (ხრეში, ღორღი, ქვიშა); ბ) თერმოზიტი – წიდის პემზა; გ) აგლოპორიტი, შეცხობილი საწვავის ან ნაცრის; დ) აფუებული მთის ქანი (პერლიტი, შუნგეზიტი);
4. პოლიმერული ფოროვანი შემვსები (სტრიპორი და სხვ.). ხელოვნური ფორიანი შემვსები უფრო კარგი ხარისხისაა, ვიდრე საწვავის წიდა და საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უფრო მტკიცე, მდგრადი მსუბუქი ბეტონი. მსუბუქი ფორიანი შემვსების სიმკვრივე ნაკლები უნდა იყოს 1000 კგ/მ3-ზე;

ფორიანობა შეადგენს 40-75%, მათ შორის უმრავლესობა შეერთებულია ერთმანეთთან და ღიაა წყლის შეღწევისათვის. დახურული ფორიანობა არ აღემატება 10-20%; ცარიელობა დამოკიდებულია მის მარცვლოვან შემადგენლობაზე და შეადგენს 30-45%, როგორც ჩვეულებრივი ქვიშისა და ღორღის. მსუბუქ ბეტონში მსხვილი შემვსები (ხრეში, ღორღი) გამოიყენება სტანდარტული 5-10, 10-20, 20-40 ფრაქციის, ხოლო მსუბუქი ქვიშა, მიიღება მსხვილი ფრაქციის დამტვრევით ან სპეციალური გამოწვით. შემვსების ფორიანი სტრუქტურა 50-100-ჯერ ამცირებს მის სიმტკიცეს. მსუბუქი შემვსების გავლენა ბეტონის თვისებებზე განისაზღვრება მისი თვისებების კომპლექსით, აგებულების თავისებურებით, ბეტონის შედგენილობით. დიდი გავლენა აქვს არა მარტო მთლიან ფორიანობას, არამედ მის ხასიათსაც: წვრილფორიანი შემვსებით მიიღება უფრო მაღალი სიმტკიცისა და ცემენტის ნაკლები ხარჯის ეკონომიკური ბეტონი. ზოგი შემვსების მარცვლების მკვრივი და მაგარი გარსი აუმჯობესებს შემვსების თვისებას (მაგ., კერამზიტი) და მის ეფექტურ გამოყენებას ბეტონში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები