ქვიშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვიშა

ქვიშა, (სილა) − წვრილნამსხვრევი ფხვიერი მთის დანალექი ქანი, რომელიც შედგება კვარცის, კირქვის, დოლომიტის, მინდვრის შპატისა და ქარსის მარცვლებისაგან ზომით 0,1-3,5 მმ. შეიცავს თიხისა და მტვრის ნაწილაკებს.

ჩვეულებრივ მძიმე ბეტონში და ცემენტის მარკის დასადგენად ყველაზე მეტად იყენებენ კვარცის ქვიშას. ბუნებრივი ქვიშა იქმნება მთის ქანების დაშლა-გამოფიტვით, ხელოვნური ქვიშა კი მიიღება ქანების ან საწვავის წიდის ან სპეციალურად დამზადებული მასალების (კერამზიტი, აგლოპორიტი და სხვ.) დამსხვრევით. წარმოშობის მიხედვით გვხვდება მთის ან ხრამის, მდინარის ან ზღვის ქვიშა. პირველი ორი გამოირჩევა წახნაგოვანი ფორმითა და ხორკლიანი ზედაპირით, ხოლო ზღვის და მდინარის ქ. – მომრგვალებული ფორმითა და გლუვი ზედაპირით. მთის და ხრამის ქვიშას მეტი შეჭიდულობა აქვს ცემენტის ქვასთან, მაგრამ აქვს ბევრი მავნე მინარევი და საჭიროებს გარეცხვას. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება შავი და ფერადი ქვიშა.

წარწერის ტექსტი

ბეტონის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ქვიშის გრანულომეტრული შემადგენლობა და მავნე მინერალების შემცველობა, როგორიცაა მტვრის, ლამის და თიხის ნაწილაკები, ორგანული ნივთიერებები და გოგირდოვანი შენაერთები. განსაკუთრებით მავნეა თიხის ნაწილაკები, რომლებიც გარს ეკვრის ქვიშის მარცვალს, ხელს უშლის მის შეჭიდებას ცემენტის ქვასთან და ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს. გარდა ამისა, ეს მინარევები ზრდიან ბეტონის წყალმოთხოვნას, რაც ასევე არასასურველია ბეტონისათვის. მინარევების შემცველობა იზომება განლექვით და არ უნდა აჭარბებდეს 3%-ს ბუნებრივ და 5%-ს ხელოვნურ ქვიშაში, მათგან თიხის რაოდენობა არ უნდა იყოს 0,15%-ზე მეტი. ზოგი მათგანი (მაგ., გოგირდის შენაერთები) იწვევს ცემენტის ქვის კოროზიას, ამიტომ ისინი 1%-ზე მეტი არ დაიშვება. ქვიშა მავნე მინარევებისაგან თავისუფლდება გარეცხვით.

ქვიშის მარცვლების სისხოს მოდულის მიხედვით არსებობს ქვიშის სახეები: ძალიან მსხვილი (3-3,5 მმ), მსხვილი (2,5-3 მმ), საშუალო (2-2,5 მმ), წვრილი (1,5-2 მმ) და ძალიან წვრილი (ნაკლები 1 მმ-ზე). ბეტონისათვის ოპტიმალურია 2-3,25 მმ სისხოს მოდულის ქვიშა გამოყენება, რადგან ასეთ ქვიშას აქვს ნაკლები ხვედრითი ზედაპირი და ცემენტის ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. ქვიშის სიმკვრივე (მოცულობითი მასა) 1300-1500 კგ/მ3-ის ფარგლებშია და დამოკიდებულია მინერალოგიაზე, მარცვლების შედგენილობაზე, ტენიანობასა და ცარიელობაზე. ქვიშის ცარიელობა შეადგენს 35-45%-ს, ტენიანობა კი მერყეობს 0-დან 20%-მდე.


იხილე აგრეთვე

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები