მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშენებლობა – შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესი, რომელიც შეიცავს მოწყობილობების მონტაჟის, ტრანსპორტირების, დამხმარე ნაგებობების აგებისა და სხვ. სამუშაოებს. მშენებლობას მიეკუთვნება აგრეთვე შენობა-ნაგებობების რემონტი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, დემონტაჟი, საკომუნიკაციო ქსელების აგება, ლანდშაფტური მშენებლობა და სხვ.

არსებობს მშენებლობის სახეები: ასაწყობი, ასაწყობ-მონოლითური, დაუმთავრებელი, ინდუსტრიული, კაპიტალური, კერძო, მიწისზედა, მიწისქვეშა, მონოლითური, მსხვილბლოკური, მსხვილპანელოვანი, ნაკადური, საავიაციო, საგზაო, საზღვაო, სამდინარო, სამოქალაქო, სამრეწველო, სამხედრო, სარკინიგზო, სასოფლო, სატრანსპორტო, სესმომედეგი, უნებართვო, ჰიდროსამელიორაციო, ჰიდროტექნიკური და სხვ.

სარჩევი

ინდუსტრიული მშენებლობა

შენობებისა და ნაგებობების აგების მექანიზებული ნაკადური პროცესი ქარნული წესით დამზადებული მსხვილზომიანი კონსტრუქციებისა და დეტალებისგან.

საგზაო მშენებლობა

საავტომობილო გზების, გზაგამტარების, ესტაკადების, ხიდების მშენებლობა და შეკეთება, მათზე საგზაო სამოსის დატანა, შემდგარი საფარის, ფუძისა და ქვედაფენისაგან, რომელიც დაიდება მიწის ვაკისზე. საფარი შეიძლება იყოს ცემენტ-ბეტონის (ხისტი), ღორღის, ქვიშის, ბიტუმის (არახისტი) და სხვ.

სარკინიგზო მშენებლობა

სარკინიგზო გზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი (ლიანდაგები, ხიდები, გვირაბები, გზაგამტარები, ესტაკადები, ბაქნები, სადგურები და სხვ.).

სამოქალაქო მშენებლობა

სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროცესი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები