ბიათარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბჲათარ-ი (ინგუშ. Бятар) – ნართული ეპოსის ინგუშური ვერსიის პერსონაჟი; ჰყავს დედა; არის კარგი მეურნე, უკრავს ფანდირზე და ცხოვრობს მშვიდად, მოგზაურობს საიქიოში, ფლობს სამხედრო ხელოვნებას, მაგრამ მისთვის ბრძოლა სიმდიდრის მოხვეჭის წყარო არასოდეს ყოფილა. სწორედ ასეთი ბუნების გამო ხალხი ბჲათარს დიდ პატივს მიაგებს. იგი არ იცნობს ბრძოლებში გაწაფულ ნართ სესქა სოლსას, რომელსაც თავის ტოლად არავინ მიაჩნია, ვიდრე ცხენმა არ ამცნო, რომ ბჲათარი მასზე უმეტესი ძალ-ღონის გმირია. ამასვე ეუბნება მას საიქიოს გამგებელიც. საბოლოოდ, ისინი მეგობრდებიან ისე, რომ სესქა სოლსა ბჲათარს თავის დასაც კი მიათხოვებს. ბჲათარმა და მისმა მზეთუნახავმა ცოლმა დიდხანს იცხოვრეს და მრავალი შთამომავალიც დატოვეს. თქმულება გვამცნობს: „თუ თქვენ შეხვდებით გონიერ, ვაჟკაც და კეთილისმყოფელ ადამიანებს, იცოდეთ, ისინი ბჲათარის შთამომავლები არიან“.

მართალია, ბჲათარი ეპიკური გმირია, მაგრამ წარმოჩენილია, აგრეთვე, როგორც მიწათმოქმედი და მესაქონლე, რაც ნართ-ორსთხოელი გმირებისათვის არატიპიური საქმიანობაა.



ლიტერატურა

Антология ингушского фольклора. Т. 4. Нальчик, 2006.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები