ბიზანტიური კაპიტელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიზანტიური კაპიტელი

ბიზანტიური კაპიტელი − კლასიკური იონიური და კორინთული კაპიტელების შეცვლილი ვარიანტი. აქვს მკვეთრად გამოკვეთილი გვერდები, რაც მიაკუთვნებს მას კუბისებრი კაპიტელების ჯგუფს. კონსტრუქციულობის ასამაღლებლად ძველმა ბიზანტიელებმა შექმნეს მაქსიმალურად მცირე ზომის კაპიტელი ნაშვერების გარეშე, რომელიც გამოიყენებოდა არა ანტაბლამენტის, არამედ თაღის საყრდენად, ანუ მათ შექმნეს ბალიშისებრი ბიზანტიური კაპიტელი, რომელსაც გამოარჩევდა ფორმის სიმკაცრე და მრავალფეროვნება. მასალად ძირითადად გამოიყენებოდა თეთრი მარმარილო.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები