ბიოგრაფიული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოგრაფიული ლექსიკონი – ენციკლოპედიური ტიპის საცნობარო ლექსიკონი, რომელშიც სალექსიკონო სტატიებად წარმოდგენილია გამოჩენილი ისტორიული პირების ან ამა თუ იმ დარგის ცნობილი მოღვაწეების ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები. არცთუ იშვიათად ამგვარი პერსონალური ცნობები ჩართულია რომელიმე დარგის ენციკლოპედიურ ლექსიკონში. ენათმეცნიერების სფეროში ამგვარი ლექსიკონის ნიმუშია, მაგ., ბ. პოტიეს „Le Langage“ პარიზი. 1973), რომელიც 500 ბიოგრაფიულ სტატიას და ლინგვისტურ ტერმინს შეიცავს. წმინდა ბიოგრაფიული ლექსიკონის ნიმუშია „Русский биографический словарь“ (Т. 1-13. C.-Петербург, 1896-1913). ასეთივეა მ. ბულახოვის „Васточнаславянские язикобеды“ (Минск 1976), რომელშიც სლავისტიკის დარგში მომუშავე 300-ზე მეტი ენათმეცნიერის ბიოგრაფიაა მოცემული. ქართულ ფილოლოგიაში ამ ტიპის ლექსიკონის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ „ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი“, წიგნი I, თბ., 1984, რომელიც მოამზადა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულმა მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარმა სარედაქციო კოლეგიამ. ამ ტომში შესული მასალა გაყოფილია ორ პერიოდად: V –XVIII და XIX სს. ლექსიკონში ანბანური რიგით წარმოდგენილია ვრცელი ინფორმაცია V-XIX სს-ში მოღვაწე თითქმის ყველა ქართველი მწერლის შესახებ. ლექსიკონის მეორე ტომში ივარაუდება XX ს-ში მოღვაწე მწერლები. ბოლო პერიოდში შეიქმნა აგრეთვე ქართული ბიოგრაფიული ლექსიკონი „ვინ ვინაა საქართველოში“, თბ., 2001-02; პერსონალური ენციკლოპედიური ლექსიკონი „ივანე ჯავახიშვილი“, თბ., 2002; „ვინ ვინ არის საქართველოში“, 2006.

ა. არაბული


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები