ბიოლოგიური დასნებოვნების რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოლოგიური დასნებოვნების რაიონი - ტერიტორია (აკვატორია), რომლის ფარგლებშიც გავრცელებულია ადამიანებისა და ცხოველებისთვის საზიანო საშიში პათოლოგიური საშუალებები ან პათოგენური მიკროორგანიზმები. ისინი საფრთხეს უქმნიან ჯარების (ძალების) პირადი შემადგენლობის, მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ცხოველებსა და მცენარეებს, აგრეთვე გარემო ბუნებას.

ბიოლოგიური დასნებოვნების რაიონი იყოფა საშიში (ბიოლოგიურ საშუალებათა აეროზოლით პირადი შემადგენლობის დაზიანების ალბათობა არანაკლებ 50%-ისა), ზომიერი (20-50%-მდე) და სუსტი (1-დან 20%-მდე) დასნებოვნების ზონებად. მიღებულია, რომ დამცავი საშუალებების გარეშე სუსტი დასნებოვნების ზონებში ყოფნა უსაფრთხოა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები