ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ორიენტალისტმა ალფონს მინგანამ საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლური წერილობითი სიძველეების დიდ კოლექციას. აღნიშნულ პერიოდში ბრიტანეთის სახელმწიფოსა და სამეცნიერო საუნივერსიტეტო წრეების ინტერესი მიმართული იყო აღმოსავლური წერილობითი კულტურის მნიშვნელოვანი კოლექციების შეგროვებისკენ. თუმცა ბრიტანეთში არსებული ეს ტენდენცია არ შემოიფარგლებიდა სიძველეების მხოლოდ როგორც ანტიკვარული ნიმუშების თავმოყრისკენ. პროცესი, პირველ ყოვლისა, გულისხმობდა ამ რარიტეტის კვლევასა და კატალოგიზაცია-პუბლიკაციას. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ აღმოსავლურ ხელნაწერთა კოლექციის შექმნას სათავეში ჩაუდგა ორიენტალისტი, თეოლოგი ალფონს მინგანა.


იხილე აგრეთვე

ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები