ბიუჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიუჯეტი − (budget) [<ingl. ჩანთა] - სახელმწიფოს, საწარმოს (ფირმის), შინამეურნეობისა და ა.შ. შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა დროის გარკვეულ პერიოდში, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში. არის აგრეთვე დროის ბიუჯეტიც, რომელიც გამოხატავს არსებულ და დახარჯულ დროთა თანაფარდობას. სახელმწიფო ბიუჯეტი შეიძლება იყოს ფაქტობრივი, ციკლური და სტრუქტურული. ფაქტობრივ ბიუჯეტში იგულისხმება ბიუჯეტის ის თანხა, რომელიც დამტკიცდა მოცემულ წელს. იგი შედგება სტრუქტურული ბიუჯეტისა (ითვალისწინებს სახელმწიფო შემოსავლებს, ხარჯებსა და დეფიციტს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ წელს) და ციკლური ბიუჯეტისაგან (რომელიც განიხილება ბიუჯეტზე ეკონომიკური ციკლის ზემოქმედების გათვალისწინებით).

სარჩევი

ბიუჯეტის დეფიციტი

(budget deficit, fiscal deficit) - სიტუაცია, როცა სახელმწიფო ხარჯები სჭარბობს საშემოსავლო სტატიების მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლებს განსაზღვრული დროის (კვარტალის, წლის) განმავლობაში.

ბიუჯეტის პროფიციტი

(budget surplus) - ბიუჯეტის სიჭარბე, მდგომარეობა, როდესაც ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლები აღემატება მიმდინარე ხარჯებს. ეს ცნება ხშირად გამოიყენება იმ სიტუაციის ასახსნელად, როდესაც სახელმწიფო შემოსავლები აღემატება სახელმწიფო ხარჯებს.

ბიუჯეტში შენატანები

(receipts) - სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები ფულად გამოხატულებაში


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები