ბოლამ-დიალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლამ-დჲალა (ინგუშ. Болам-Даьла) – ინგუშეთში, მეცხალის თემში შემავალ სოფ. არზთან ახლომდებარე სალოცავი, რომლის სახელობის დღეობის დაწესებაზე შემდეგი გადმოცემაა ჩაწერილი: სოფ. არზის მკვიდრმა ორაკოვების გვარმა საქართველოში გადასახლება გადაწყვიტა; მთის გადალახვის დროს კი სასწაული მოხდა: ნისლი დაეშვა და როცა გაიფანტა, მთის უნაყოფო ნიადაგი მწვანე ბალახით შეიმოსა; გოგონამ, რომელმაც ეს შენიშნა, წამოიძახა: „ო, ღმერთო!“ ამ სასწაულის გავლენით, ორაკოვები უკან მობრუნდნენ და ბოლამ-დჲალას სალოცავი ააგეს, სადაც ყოველწლიურად ზაფხულში, თიბვის პერიოდში, დღეობას იხდიდნენ.

ბოლამ-დჲალას დღეობისათვის კულტმსახური ორაკოვების გვარიდან ირჩევდა ექვს ქალს და სამ ქალიშვილს, რომლებსაც სამი დღე უნდა ემარხულათ; დღესასწაულზე ღვთისმსახური უფროს ქალიშვილს მარჯვენა მხარეს დააყენებდა, დანარჩენ ორს კი – მარცხენა მხარეს. ექვსი ქალი მარცხნივ მდგართა უკან გამწკრივდებოდა, რის შემდეგაც ხატისმსახური ხის ჩაქუჩს ურტყამდა ფიცარს, რომელიც ხელში ეჭირა. უფროსი ქალიშვილი გამოვიდოდა წინ, სამჯერ დატრიალდებოდა და ქალებთან ერთად დაიყვირებდა: „დალოჲ, გელოჲ“. ორი უმცროსი ქალიშვილი გაუნძრევლად იდგა. ხატისმსახური ბოლამ-დჲალას ადიდებდა და წყალობას შეთხოვდა, შემდეგ კი ცხვრებს დაკლავდნენ, საწესო სუფრას გაშლიდნენ და დროს ცეკვა-თამაშში ატარებდნენ.



ლიტერატურა

  • Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М., - Л., 1931;
  • Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები