ბორის გოდუნოვი (პუშკინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის გოდუნოვიალექსანდრე პუშკინის ისტორიული დრამა, რომელიც მან მიხაილოვსკოეში გადასახლების დროს დაწერა 1825 წელს.

ტრაგედიაში ასახულია XVI-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე (1598-1605) რუსეთში მომხდარი დრამატული ამბები (არეულობის ხანა). პუშკინმა შეისწავლა მატიანეები, დოკუმენტური მასალა, პოეტ ნიკოლოზ კარამზინის „რუსეთის სახელმწიფო ისტორია“ სადაც, ავტორი ცოცხლად და დაწვრილებით აღწერს ბორის გოდუნოვის ეპოქას. ხალხისა და მეფის ურთიერთობა - „ბორის გოდუნოვის“ ძირითადი პრობლემაა. პუშკინის აზრით, ისტორიულ მოვლენებში გადამწყვეტ როლს ხალხი ასრულებს, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე და არა ცალკეული პიროვნების ღირსება-ნაკლოვანებაზე. მაგალითად: ცრუ დიმიტრის წარმატება, ბორის გოდუნოვთან ბრძოლაში, უკანასკნელის ხალხთან კავშირითაა განპირობებული. ცრუ დიმიტრი გამოყვანილია ქარაფშუტა ავანტიურისტად, ხოლო გოდუნოვი - ჭკვიან, გამოცდილ სახელმწიფო მოღვაწედ. თვითმარქვია ვერაფერს დააკლებს ბორისს, ისევე როგორც ვერაფერი დააკლეს მას დიდგვაროვანმა ბოიარებმა, რომლებიც თავიდანვე მტრულად იყვნენ განწყობილი ამ „უგვარო მეფის“ მიმართ. ბორისი გაუმკლავდებოდა რეაქციონერ ბოიართა შეთქმულებებსაც და უცხოელი ინტერვენტების დახმარებით გამოლაშქრებულ გაიძვერა ცრუ დიმიტრისაც. საქმე იმაშია, რომ ისინი მიმართავენ ყველაზე საშიშ ძალას - ხალხს. ყოველი სოციალური ჯგუფი ცდილობს მიიმხროს და გამოიყენოს ეს ყოვლისშემძლე ძალა. ცრუ დიმიტრი გულუხვი აღმოჩნდა დაპირებებში. გლეხობამ გულუბრყვილოდ დაიჯერა, რომ ბორისის დროს გაბატონებული „შიში, დასჯები, გადასახადი, სასტიკი შრომა და შიმშილი აუტანელი“ მოისპობა ახალი მეფის მიერ, რომ დიმიტრი „მოწყალის თვალით გადმოხედავს - ღარიბს, მდაბიოს“. ამიტომაც ხალხი ცრუ დიმიტრის მიემხრო. „ბორის გოდუნოვი“ სოციალური ტრაგედიაა, რომელშიც ჩანს, რომ სამშობლოს ბედის გადაწყვეტისას ხალხს უდიდესი როლი ენიჭება. პუშკინის ტრაგედიაში ბორისი ტახტის მემკვიდრის მკვლელი და დესპოტია, მაგრამ ამასთან ერთად ჭკვიანი სახელმწიოფო მოღვაწე და გულისხმიერი მშობელიცაა. დანარჩენ მოქმედ პირებსაც, ავტორი რეალისტურად, სოცილაური და ფსიქოლოგიური სიმართლით ასახავს. პუშკინმა გაათავისუფლა რუსული დრამატურგია კლასიციზმისგან და შექმნა რეალისტური ტრაგედია.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები