ბრამი ოტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოტო ბრამი

ოტო ბრამი – (გერმ. Otto Brahm, 1856-1912), გერმანელი რეჟისორი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. გერმანული სცენური ნატურალიზმის ფუძემდებელი. ბერლინში დააარსა „თავისუფალი თეატრი“ ანტუანის პარიზული „თავისუფალი თეატრის“ მიბაძვით. მან დადგა იბსენის, ჰაუპტმანის, გოლცის, ზოლას, ლ. ტოლსტოის პიესები. აღიარებდა დრამატურგიის მთავარ როლს თეატრში, უარყოფდა პომპეზურობას, დეკლამაციურ სტილს, შექმნა ანსამბლური თეატრი. 1894 წ, იგი ხდება ბერლინის გერმანული თეატრის ხელმძღვანელი, კრებს შესანიშნავ დასს. 1905 წ., ნატურალისტური სტილის კრიზისის გამო, მის ადგილს იკავებს მაქს რეინჰარდტი. იგი სამუშაოდ გადადის და სიცოცხლის ბოლომდე რჩება „ლესინგ-თეატრში“.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები