ბრასერი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ ბრასერი

პიერ ბრასერი (ფრანგ. Pierre Brasseur, ნამდვილი გვარი ალბერ ესპინასი Pierre-Albert Espinasse, 1904-1975), ფრანგი მსახიობი და დრამატურგი. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში დრამატული ხელოვნების კურსებზე. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან პარიზის ბულვარების თეატრში და შემდგომ განაგრძო „მარინის“, „ელისეის მინდვრების“, „სარა ბერნარის“ (და სხვ.) თეატრებში. იგი სრულყოფილად ფლობდა გარეგანი და შინაგანი გარდასახვის ხერხებს, იყენებდა მრავალფეროვან ფსიქოლოგიური საღებავებს, ყურადღებით ამუშავებდა დეტალებს, ქმნიდა გამოკვეთილ ხასიათებს. იგი არის ავტორი პიესებისა: „შავი გული“, „გაზი“, „წმინდა სესილი“, „მღელვარება მდინარეზე“, „ანგელოზმა გადმოიფრინა“.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები