ბრეგვაძე ნანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრეგვაძე ნანი

ბრეგვაძე ნანი გიორგის ასული - (21.VII. 1936, თბილისი), ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1974) და სსრკ სახალხო არტისტი (1983), სიმღერის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), თბილისის საპატიო მოქალაქე (1995).

1961 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. (ფორტეპიანოს სპეციალობით). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1959-64 საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“, ხოლო 1964-იდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტია. 1880-იდან გამოდის სოლო კონცერტებით (კონცერტმაისტერი მ. გონგლიაშვილი). წარმატებით გამოდიოდა სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, ემოციურობა, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია: ასრულებს ქართულ, ძველებურ რუსულ, საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. გახმოვანებელი აქვს ფილმ-მიუზიკლები („ვერის უბნის მელოდიები“ და სხვ.), ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა. აღიარებულია XX ს-ის საუკეთესო ქართველ საესტრადო მომღერალ-ქალად. (ა. გელოვანი)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნანი ბრეგვაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები