ბურამაძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურამაძ-ი (ოს. Бурæмæдз) – ნართული ეპოსის და ოსური ჯადოსნური ზღაპრების მიხედვით, განსაკუთრებული თვისებების სასწაულებრივი წებო, რომლის წასმის შემდეგ ადამიანი შეიძლება სამუდამოდ მიეწებოს სკამს. გადმოცემის ზოგიერთი ვარიანტით, მას „მშრალი წებო“ ეწოდება.

ტერმინი Бурæмæдз კოპოზიტია, რომლის პირველი სეგმენტი „Бур(æ)“ „ყვითელს“ ნიშნავს, ხოლო მეორე – „мæдз“, ვ. აბაევის აზრით, იგივეა, რაც ძველი სლავური «мазати», რუსული „мазать“, „мазь“, „масло“.



ლიტერატურა

  • Сказания о Нартах; В пяти томах. Том I. Орджоникидзе, 1989;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1958.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები