ბჰარატ ნატიამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბჰარატ ნატიამი

„ბჰარატ ნატიამი“ – ინდური კლასიკური ნაციონალური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი სკოლა. აღმოცენდა სამხრეთ ინდოეთში ძვ. წ. II ს-ში თავდაპირველად რიტუალური სატაძრო ცეკვა იყო ჩიდამბარეში, სადაც, თქმულების მიხედვით, ღვთაება შივამ შეასრულა ეს ცეკვა, არსებობს ნატარაჯას ტაძარი, რომლის ფასადზე გამოკვეთილია „ბჰარატა ნატიამის“ 108 ძირითადი პოზის ამსახველი ბარელიეფები. ეს პოზები დღემდე უცვლელად გადმოიცემა „ბჰარატ ნატიამის“ სკოლის მოცეკვავეების მიერ ამ სკოლის თეორიულ დებულებებს საფუძვლად უდევს სანსკრიტული ტრაქტატი „ნატიაშასტრა“.

„ბჰარატ ნატიამი“ შედგება 6 საცეკვაო ნომრისაგან წარმოდგენის ხანგრძლივობა შეადგენს 1-1,5 საათს. პირველი ნომერი ალარიპა (რიტუალური პროლოგი, რომლის მიზანია მოცეკვავე გოგონას სილამაზე და უმშვენიერესი მორთულობა გაგვაცნოს). ეს არის სინთეზი ნრიტიასი (ცეკვა მოთხრობა) და ნრიტასი (ცეკვა ნამდვილი სახით), დღეისათვის ინდოეთში კლასიკური ნაციონალური ცეკვის ოთხი სკოლა არსებობს:

1) ბჰარატ ნატიამი – მას ძირითადად ქალები ასრულებენ, გავრცელებულია სამხრეთ ინდოეთში, მადრასის შტატში.
2) კათაკალი – ასრულებენ მამაკაცები. წარმოადგენს პანტომიმურ საცეკვაო დრამას, რომელიც მოიცავს ტანდავას ელემენტებს.
3) კათაკი – ცეკვავენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. კათაკიში ხდება ლასიუს მანერის შერწყმა ტანდავას ზოგიერთ ელემენტთან.
4) მანიპური-ლასიას სტილის ცეკვა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მონარნარე, გრაციოზული მოძრაობები. ამ ტიპის ცეკვები შემორჩა ასამას მთიან რაიონებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები