მანიპური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანიპური – მე-13-14 საუკუნეებში აღმოცენებული ცეკვა, ინდური კლასიკური ოთხი სკოლიდან ერთ-ერთი. გამოირჩევა ლირიკულობით, ჰაეროვნებით, თვალშეუსწრები გადასვლებით ერთი მოძრაობიდან მეორეზე. მანიპურის ცეკვები შეტანილია წელიწადის დროთა ზეიმში, ასრულებენ ყვავილების დღესასწაულზე, მისით იწყება ღვთაება კრიშნასადმი მიძღვნილი რასლილას ტრადიციული წარმოდგენა. მანიპურის ასრულებენ მხოლოდ ქალიშვილები; ერთი მათგანი განასახიერებს ღვთაება კრიშნას, დანარჩენები – მწყემს გოგონებს.

მანიპური იყოფა შემდეგნაირად:
ა) ლაი-ხარობა – ღმერთების მხიარულება. ყველაზე ძველი ფორმა, საცეკვაო დრამა ინდური ეპოსი „მაირანგ პარბას“ სიუჟეტებზე. ცეკვისთვის და ხასიათებელია პოზების სკულპტურულობა.
ბ) იმანგ-ლაი – შინაური ღვთაებებისადმი მიძღვნილი ცეკვა; საცეკვაო ცერემონია სრულდება ტაძრის წინ, ღია ცის ქვეშ.
გ) ასტრა-ვიდია აკრობატული ცეკვა (ხმლებით, შუბებით და ა.შ.) ცეკვა მოითხოვს სიმკვირცხლეს და გამძლეობას
დ) ალომ გოთჰი ვიშნუს კულტთან დაკავშირებული ცეკვები. უფრო ხშირად წრიული, მედოლე მამაკაცით ცენტრში, საგუნდო სიმღერის თანხლებით.
ვ) ნონგკრემი – ცეკვის დღესასწაული, დაკავშირებულია ცხოველთა მსხვერპლშეწირვასთან.

მანიპურის ცეკვებს, როგორც წესი, ახლავს სიმღერა და სპილენძის ფირფიტების ერთმანეთზე ცემის აკომპანემენტი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები