რასლილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რასლილა, კრიშნა და რადჰას ცეკვა, ინდური მინიატურა.

რასლილა – (ჰინდი. रास लीला, „რას“ – წარმოდგენა და „ლილა“ თამაში) ინდური სახალხო წარმოდგენა. სათავეს იღებს მომთაბარე მესაქონლეების საწესჩვეულებო თამაშებიდან.

რასლილას სიუჟეტის საფუძველია მითი მწყემს-ღვ-თაება კრიშნას შესახებ, რომელიც იყო მესაქონლეობის მფარველი. რასლილა თამაშდებოდა ინდუისტურ ტაძრებთან ვიშნუისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს, შედგებოდა რიტუალური ხასიათის პროლოგისაგან და გრძელდებოდა კრიშნას ცხოვრების ამსახველი მრავალრიცხოვანი ეპიზოდებით, სადაც გადმოცემული იყო კრიშნას სიყმაწვილე, ჭაბუკობა, ბრძნული მმართველობა, სახელოვანი მეომრობა. ეპიზოდებს შორის თამაშდებოდა ყოფითი კომედიური ინტერმედიები.

სიუჟეტის რელიგიურობის მიუხედავად, რასლილას წარმოდგენები ასახავდნენ მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრებას, მათ წეს-ჩვეულებებს, სიმღერებს და ცეკვებს, მუსიკას, ყოფის თავისებურებებს. არსებული ტრადიციის მიხედვით, რასლილას წარმოდგენები იმართებოდა ღია ცის ქვეშ. ერთი ეპიზოდის დამთავრების შემდეგ, შემსრულებლები და მაყურებლები იცვლიდნენ ადგილს მოქმედების ადგილის შეცვლის შესაბამისად (კრიშნას ფერხული მწყემსი გოგონების თანხლებით თამაშდება მდინარის პირას, განდეგილთან შეხვედრა – ტყეში და ა.შ.). რასლილა არის ინდური ხალხური თეატრალური წარმოდგენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები