გაბრიელ ათონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ ათონელი – (XVII ს. დასაწყისი), ათონის ივირონის ბერძენი წინამძღვარი, რომელიც წარმოშობით საქართველოდან ყოფილა. ერთი ბერძნულენოვანი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გაბრიელ ათონელი დაახლოებული იყო ქართველ დიდებულებთან და სასულიერო პირების დახმარებით ივერთა მონასტერში გარკვეული აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაუტარებია.

1604 წ., მისი წინამძღვრობის დროს, მონასტრის ბინადრებმა სხვა თანხასთან ერთად გამოიყენეს „საქართველოჲსგან“ მიღებული „წარსაგებელი“ და სენაკები ააგეს. 1614 წ. გამოიყვანეს წყალი და „გააკეთეს ორი წყაროცა გარე“; „წარსაგებელი იყო საქართველოჲთგან და წარგებულ იქმნა დასაწყისითგან ვიდრე აღსასრულამდე ხუროთა მუშათა და სხუათა ზედა საჴმართა თეთრი რიცხჳთ სამეოცი ათასი, ესე იგი არს ექუსათეულგზის ათასი, გარდა იმისა რაოდენიცა სჭამეს და სუეს“. („მოთხრობაჲ უმშვენიერესი მონასტრისათჳს, რომლისა თანა-მდებ არიან ცნობად ყოველნი მონაზონნი“). ქართველებს რომ ხარჯი გაუღიათ წლის გასაყვან სამუშაოზე, ეს დასტურდება წყალსაცავის ბერძნული წარწერითაც, რომლის მიხედვით, წყალი გაყვანილია სემაზან (შერმაზან) ქართველის (და ნიკოლოზ ვალახიელის) შემწეობით.

ქ. ხითარიშვილი


ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 3, თბ., 1955;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, წ. 2, თბ., 1980;
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები