გაეროს სსდკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაეროს სსდკ (საერთაშორისო სტანდარტული დარგობრივი კლასიფიკაცია) - (International Standard of Branch Classification), ეკონომიკური საქმიანობის ყველა სახის საერთაშორისო სტანდარტული დარგობრივი კლასიფიკაცია, რომლის ამჟამად მოქმედი IV ვარიანტი განიხილა და დაამტკიცა გაეროს სტატისტიკურმა კომისიამ 2006 წელს.

I ვარიანტი, რომლის პროექტიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სესიაზე მიიღეს 1948 წელს, ზემოთ აღნიშნულმა კომისიამ დაამტკიცა 1958 წელს, II ვარიანტი - 1968 წელს, ხოლო III ვარიანტი - 1989 წელს. სსდკ-ის მესამე ვარიანტი წინანდელზე სრულყოფილი და დეტალიზებული იყო. იგი შედგებოდა 17 განყოფილებისა და 99 ქვეგანყოფილებისაგან. ეს განყოფილებებია:

  1. სოფლის მეურნეობა;
  2. ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა;
  3. სამთომოპოვებითი მრეწველობა;
  4. გადამმუშავებელი მრეწველობა;
  5. მშენებლობა;
  6. ელექტრო-, გაზ და წყალმომარაგება;
  7. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების, მოტოციკლების, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;
  8. სასტუმროები და რესტორნები (საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახერებგადახდისუნარიანობის ის ჩათვლით);
  9. ტრანსპორტი; სასაწყობო მეურნეობა და კავშირგაბმულობა;
  10. საფინანსო შუამავლობა (სხვადასხვა სახის საფინანსო და საკრედიტო ოპერაციებთან ერთად ამ განყოფილებაში შედის ყველა სახის დაზღვევა, გარდა სავალდებულო სოციალურისა და საპენსიო უზრუნველყოფა;
  11. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები; არენდა და კომერციული საქმიანობა;
  12. სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაზღვევა;
  13. განათლება;
  14. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება;
  15. სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება;
  16. საოჯახო მეურნეობები დაქირავებული მომსახურებით;
  17. ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები.

პირველი ხუთი განყოფილება მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფეროს, ხოლო დანარჩენი თორმეტი, სერვისზე ორიენტირებულობის გამო, მომსახურების სფეროს შეადგენს. ასეთი დაყოფის აუცილებლობა კიდევ უფრო განამტკიცა 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში განვითარებული ქვეყნების პირადი მოხმარების სტრუქტურაში მატერიალური დოვლათის ხვედრითი წონის ინტენსიურმა შემცირებამ და სხვადასხვა სახის მომსახურების წილის შესაბამისმა გადიდებამ.

სსდკ-ის IV ვარიანტში მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების (რეალური სექტორი) 5 განყოფილების ნაცვლად წარმოდგენილია 4 განყოფილებად, აგრარული სექტორის (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ნადირობა, მეთევზეობა) ერთ განყოფილებად წარმოდგენის საფუძველზე. დანარჩენი განყოფილებები მომსახურების დივერსიფიცირების შედეგად ჩამოყალიბებული დარგებია. სსდკ-ის მიზანია არა ეროვნული კლასიფიკაციების შეცვლა, არამედ ეროვნული სტატისტიკური მონაცემების საერთაშორისო შედარებისათვის საფუძვლის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული კლასიფიკაცია განსხვავდება საერთაშორისოსაგან, შედარებას ახდენენ ეროვნული კლასიფიკაციებიდან მიღებული მონაცემების გადაჯგუფების საფუძველზე. განვითარებული ქვეყნები სსდკ-ს განიხილავენ როგორც არსებითად საკუთარ ეროვნულ კლასიფიკაციაზე დაფუძნებულს და მისგან წარმოებულს, ხოლო განვითარებადი ქვეყნები, პირიქით, თავიანთ ეროვნულ კლასიფიკაციებს სსდკ-ზე დაფუძნებულად და მისგან წარმოებულად მიიჩნევენ. განვითარებული სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კლასიფიკაციების გადასინჯვისას, ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით, ცდილობენ მაქსიმალურად მიუახლოონ ისინი გაეროს სსდკ-ს. განვითარებადი ქვეყნები, იმის გამო, რომ საკუთარი კლასიფიკაციის დამუშავებისათვის არა აქვთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა (ეს ძირითადად განპირობებულია სტატისტიკის განვითარების დაბალი დონით), გაეროს სსდკ-ს იყენებენ უმნიშვნელო ცვლილებებით ან საერთოდ უცვლელად, როგორც ეროვნულ კლასიფიკაციებს. სსდკ მჭიდრო კავშირშია გაეროს ეროვნული ანგარიშების სისტემასთან. იგი უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის სახეობებად დაყოფას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საწარმოო პრინციპის მიხედვით ეროვნული ანგარიშების შედგენაში.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები