გამიწრივლებული კურდღელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამიწრივლებული კურდღელა – სიკვდილის შემდეგ ავსულად, ეშმაკად, მიწრიელად („გამიწრივლება“) ქცეული კურდღელა – რეალურად არსებული ადამიანი – ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით.

გადმოცემის თანახმად, სოფ. უკანხადუში ცხოვრობდა ვინმე კურდღელა, რომელსაც სოფლის განაპირას ციხე-სახლი ჰქონია; სიცოცხლეშივე გრძნეულს, შურიანსა და ბოროტს, სიკვდილის შემდეგ კი ავსულად ქცეულს, კაცთა ვნება დაუწყია: მის ნასახლართან გავლილი ბავშვები და ქალები შინდებოდნენ, ძილში ეჩვენებოდათ და ავად ხდებოდნენ, ზოგიერთი ბავშვი კვდებოდა კიდეც. მკითხავებმა „გამოარკვიეს“, რომ კურდღელა გამიწრივლდა და შესაწირს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს დაამიზეზებდა. ამის შემდეგ, კურდღელას ნასახლარ-ნაციხარი საკულტო ადგილად იქცა; ხარის გარდა, ყოველგვარ საკლავს (ცხვარს, თხას, ძროხას და სხვ.) სწირავდნენ და იმისთვის ლოცულობდნენ, რომ არაფერი ევნო.


ლიტერატურა

  • ალ. ოჩიაური. ზოგიერთ ხთიშვილთა და დევ-კერპთა ამბები. 1949, რვ. № 1, გვ. 12 (ხელნაწერი ინახება ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში);
  • თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967, გვ. 19.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები