გარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარ-ი / ჴაჲ (ლეზგ. Гар/къай) – „ქარი" და მისი პერსონიფიცირებული სული სამურის დაბლობის მკვიდრი ლეზგების რწმენა-წარმოდგენათა მიხედვით; წარმოდგენილი ჰყავდათ ძონძებით მოსილი და თმაგაწეწილი ქალის სახით, რომელიც ღრუბლებში ცხოვრობდა; აღქმული იყო როგორც ბოროტი სული; ეს განსაკუთრებით ეხებოდა გრიგალს („чейгъун/куьлек“), რომელშიც, თითქოს, ეშმაკი ცხოვრობდა; მიყენებული ზიანისათვის ქარის გინება იკრძალებოდა: განიხილებოდა, როგორც ღვთის ძაგება. ამასთანავე იყო რწმენა, რომ ქარს სოფლიდან ყოველივე უწმინდური თან გაჰქონდა.



ლიტერატურა

Сефербеков Р. Из мифологии лезгин самурской долины: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Инстимтута истории, археологии и этнографии. Махачкала. 2013, № 3.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები