გაუვრცობელი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაუვრცობელი წინადადება – მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარი წევრებისაგან შედგება.

როცა შემასმენელი უპირო ზმნაა, გაუვრცობელ წინადადებაში მხოლოდ ერთი მთავარი წევრია (თოვს. წვიმს. ქუხს…); როცა შემასმენელი ერთპირიანი ზმნაა, გაუვრცობელი წინადადება ორი წევრისაგან – შემასმენლისა და ქვემდებარისაგან შედგება („ქარი ქრის“, „ქარავანი მიდის'..). თუ შემასმენელი ორ- და სამპირიანი ზმნებია, შემასმენელთან და ქვემდებარესთან ერთად გაუვრცობელ წინადადებაში არის პირდაპირი და ირიბი დამატებებიც: „დღემ დაიხურა პირბადე“ (ვაჟა-ფშაველა); „სოფელს ბინდი წამოეფარა“ (დ. შენგ.); „მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა“ (ი. ევდოშვილი). მთავარ წევრთა რაოდენობის მიხედვით მარტივი წინადადება არის ერთშემადგენლიანი (წვიმს), ორშემადგენლიანი (ქარი ქრის), სამშემადგენლიანი („მთებმა დახუჭეს თვალები“, „პირი ემურვის მთვარესა“ (ვაჟა-ფშაველა) და ოთხშემადგენლიანი (დედამ შვილს საგზალი მოუმზადა).

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები