გედევანიშვილი დიმიტრი (ნიადაგმცოდნე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი გედევანიშვილი

გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე (დ. - 1884, სოფ. კირბალი, გორის მაზრ. - გ. - 1958, თბილისი) - ნიადაგმცოდნე, პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1914 დაამთავრა პოლონეთში ნოვოალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1919 წელს პროფ. დ. გედევანიშვილი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიადაგმცოდნეობის პროფესორის თანამდებობაზე. 1919-1929 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრას.

1921-1924 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე. დ. გედევანიშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა. მან გამოიკვლია მევენახეობის, მეჩაიეობის რაიონებისა და კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

დიმიტრი გედევანიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები