გერმანე (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანე – აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. 1535-1546).

გერმანე კათოლიკოსის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ცნობები მეტად მცირეა. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, გერმანე კათოლიკოსად ლუარსაბ I-ის მეფობის წლებში (1527-1556) დაუდგენიათ. 1535 წლისთვის: „...დასუა მეფემან კათალიკოზად გერმანე და მროველად გედეონ“. 1546 წ. საბუთის თანახმად, გერმანეს ლუარსაბ მეფესთან ერთად აღუწერია სვეტიცხოვლის განძი და ქონება. არსებობს მისი ხელრთვა ამ საბუთზე. ვახუშტისავე ცნობით, გერმანე „მომკუდარ იყო“ და ლუარსაბსვე დაესვა მის ნაცვლად ნიკოლოზ VI: „გამეფდა შემდგომად მეფის ლუარსაბისა ძე მისი სჳმონ და ეკურთხა მცხეთას მეფედ. ხოლო მომკუდარ იყო კათალიკოზი გერმანე და მეფესავე ლუარსაბს დაესუა ნიკოლაოზ“.

წყაროები და ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები