გვახარია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გვახარია

გვახარია ალექსანდრე – (1929–2002), ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და პედაგოგი. დაიბადა თბილისში; 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987 წლიდან იყო თსუ-ს ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას და ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. თანამშრომლობდა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. თარგმნილი აქვს სპარსული კლასიკური პოეზიის ნიმუშები.


აბუ ალი იბნ სინა, რობაი
თარგმნა ალ. გვახარიამ
ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ყარო,
ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს – „არაბული ტაიჭი ხარო”

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები